შევაჯამეთ მეცხრე დღე.გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, სახემძღვანელოს, შევადგინეთ პროექტის გეგმა, გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუში. ვისწავლეთ საქაღალდის შექმნა და დოკუმენტაციის შენახვა საქაღალდეში. ღრუბლებში ატვირთული პორტფოლიო მივაბით ბლოგებს. გავაკეთეთ პრეზენტაცია პროექტის ირგვლივ. ინტელის ძირითადი კურსის გავლის შემდეგ ვისწავლე ბევრი რამ, რაზედაც მადლობას ვუხდი ტრენერს ქალ. ხათუნა ციხიშვილს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
ინტელის ძირითადი კურსი
Saturday, April 16, 2016
Sunday, April 10, 2016
Saturday, April 9, 2016
დღე მეშვიდე
დავწერეთ ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის ანუ რა მიზნით,რა დროს ვიყენებთ.გავწერთ სასწავლო პროცედურები,გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე სცენარი.
Monday, April 4, 2016
დღე მეექვსე
დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების ფორმები. ადაპტირება გავუკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. დავწერეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები. შევინახეთ ჩეკლისტი შეფასების საქაღალდეში. ჩეკლისტის საფუძველზე შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით.
დღე მეხუთე
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ შეფასების ხუთი სტრაგედია. განვიხილეთ თითეულ სტრატეგიაში შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.
Wednesday, March 30, 2016
დღე მეოთხე
ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. განვიხილეთ თითეული კითხვა, განვასხვავეთ ზოგადი და თემატური კითხვები, გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების წერის ჩვევების დოკუმენტებს. კითხვები დავწერეთ ღრუბლებში, გავუზიარეთ ტრენერს და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისა და ჯგუფისაგან.
დღე მესამე
შევარჩიეთ სტანდარტები ჩვენი პროექტებისათვის. მოვიძიეთ საიტი ncp/ge და გავაკეთეთ კოპირება, მოვახდინეთ ჩასმა სასწავლო გეგმაში. ვისაუბრეთ სასწავლო მიზნების ბუნდოვან და განმასხვავებელ მხარეებზე. დავწერეთ ინდიკატორებიდან გამომდინარე ჩვენი სასწავლო მიზნები, განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.|
Subscribe to:
Posts (Atom)